არქივი7 აპრილი 2024, 08:40
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.
შემთხვევის ადგილისკენ „ინტერპრესნიუსის" ჯგუფი მიემართება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.