არქივი11 თებერვალი, 2025, 02:53
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ე.წ. შავფორმიანმა პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს [VIDEO]
![თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ე.წ. შავფორმიანმა პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/02/i13ncb6idwuyz2n-qPrn6i.png)
მოქალაქე მარიამ სილაგაძე Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ "ბახტრიონის ქუჩიდან ე.წ. შავ ფორმიანმა პოლიციელებმა მანქანაში ჩატენეს გიორგი კეკელიძე".
"მოქალაქე გიორგი კეკელიძეა, რომელიც ერთხელ უკვე დაჭერილი იყო. მე და ჩემი მეგობარი გამოვდიოდით ბახტრიონზე, კორპუსიდან, ჩხუბის ხმა იყო და ეგრევე დავიწყე გადაღება. შავებში ჩაცმულმა პირებმა მანქანაში ჩატენეს. მერე პატრულიც მოვიდა, როგორც ვკითხეთ, ადმინისტრაციულით - გინების თუ დაუმორჩილებლობის გამო არის წაყვანილი, თუ არ ვცდები, დოლიძის წინასწარი დაკავების იზოლატორში", - თქვა მან.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.