არქივი12 თებერვალი, 2025, 00:04
გვიან ღამით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე შავფორმიანებმა აქტივისტი გიორგი კეკელიძე დააკავეს (ვიდეო)

მოქალაქე მარიამ სილაგაძე Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ “ბახტრიონის ქუჩიდან ე.წ. შავ ფორმიანმა პოლიციელებმა მანქანაში ჩატენეს გიორგი კეკელიძე“.
“მოქალაქე გიორგი კეკელიძეა, რომელიც ერთხელ უკვე დაჭერილი იყო. მე და ჩემი მეგობარი გამოვდიოდით ბახტრიონზე, კორპუსიდან, ჩხუბის ხმა იყო და ეგრევე დავიწყე გადაღება. შავებში ჩაცმულმა პირებმა მანქანაში ჩატენეს. მერე პატრულიც მოვიდა, როგორც ვკითხეთ, ადმინისტრაციულით – გინების თუ დაუმორჩილებლობის გამო არის წაყვანილი, თუ არ ვცდები, დოლიძის წინასწარი დაკავების იზოლატორში”, – თქვა მან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.