არქივი2 მარტი, 2025, 10:23
თბილისსა და რეგიონებში 2 მარტს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი

2 მარტს, პროტესტის 95-ე დღეს თბილისსა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი.
კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული, აქცია პარლამენტთან ტრადიციულად 20:00 საათზე დაიწყება.
საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“ 17:00 საათზე გაიმართება გორში. 18:00 - პროტესტი საათზე იგეგმება საპროტესტო აქცია ახალციხელში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში და ქუთაისში კი აქცია 19:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათზე არის ჩანიშნული აქცია ჩხოროწყუში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.