ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისსა და რეგიონებში დღეს აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს აქციები გაიმართება

23 თებერვალს, პროტესტის 88-ე დღეს თბილისში და რეგიონებში აქციები გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 13:00 საათზე, დუშეთში, აქტივისტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.
19:00 საათზე შედგება „საჯარო საუბრები ოცნების მიერ რეპრესირებულ მოქალაქეებთან“, ასევე 1900 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან „ოცნების რეპრესირებულთა მარში“ გაიმართება.
20:00 საათზე, საფინანსო სექტორი გამართავს აქციას პარლამენტთან.
ტრადიციული აქცია დაიწყება რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე.
21:00 - საჯარო დისკუსია: „საქართველო 1921 - საქართველო 2025“ გაიმართება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ.
რეგიონებში აქციების განრიგი:
14:00 საათზე, დუშეთის ცენტრალური მოედანი;
17:00 საათზე, გორში „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“;
18:00 საათზე, „არა რუსულ რეჟიმს!“ აქცია გაიმართება ახალციხეში.
ბათუმში, 19:00 საათზე „სამშობლოს სამსახურში!“ გაიმართება.
ზუგდიდში აქცია დაგეგმილია 18:00 საათზე.
17:00 საათზე - „უწყვეტი პროტესტი თელავში“ გაიმართება.
ქუთაისში, 19:00 საათზე „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება.
ჩხოროწყუში 20:00 საათზე, დაგეგმილია „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“ .

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.