ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

პროტესტის 67-ე დღეს თბილისაა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი.
კერძოდ, 2 თებერვალს 16:00 საათზე, სტუდენტების ერთობლივი მარში გაიმართება „თბილისი მოლისკენ“. ამავე დროს, დაგეგმილია აქცია სახელწოდებით – „ბოლომდე!“
19:00 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
აქცია საქართველოს პარლამენტთან კი 20:00 საათზეა ჩანიშნული.
რაც შეეხება რეგიონებს. აქციები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:
ახალციხეში 18:00 საათზე – აქცია „არა რუსულ რეჟიმს!“ არის დაგეგმილი,
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან 19:00 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია – „სამშობლოს სამსახურში!“.
18:00 არის დაგეგმილი აქცია ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ.
ასევე 18:00 საათზე – ახალი თეატრის საპროტესტო სვლა რეგიონებში: „მანიფესტი“ შედგება.
თელავში აქცია 18:00 საათზე მერიის წინ გაიმართება.
ქუთაისში მერიის წინ კი მოქალაქეები 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.