თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

პროტესტის 67-ე დღეს თბილისაა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი.
კერძოდ, 2 თებერვალს 16:00 საათზე, სტუდენტების ერთობლივი მარში გაიმართება „თბილისი მოლისკენ“. ამავე დროს, დაგეგმილია აქცია სახელწოდებით - „ბოლომდე!“
19:00 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
აქცია საქართველოს პარლამენტთან კი 20:00 საათზეა ჩანიშნული.
რაც შეეხება რეგიონებს. აქციები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:
ახალციხეში 18:00 საათზე - აქცია „არა რუსულ რეჟიმს!“ არის დაგეგმილი,
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან 19:00 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია - „სამშობლოს სამსახურში!“.
18:00 არის დაგეგმილი აქცია ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ.
ასევე 18:00 საათზე - ახალი თეატრის საპროტესტო სვლა რეგიონებში: „მანიფესტი“ შედგება.
თელავში აქცია 18:00 საათზე მერიის წინ გაიმართება.
ქუთაისში მერიის წინ კი მოქალაქეები 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.