„თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებული ირაკლი წიგნაძე – სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის „შეფი“

სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის „შეფი“, – ამის შესახებ „თბილისი მოლთან” სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულმა ირაკლი წიგნაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან სამართალდამცავებს მიმართა.
„გაკვირვებული ვარ, რა დონის ტყუილზეა აწყობილი ჩვენი სისტემა, 20 წლის ბიჭები, ახალგაზრდები არიან პოლიციელები და ახლებს დააწერეს ეს საქმეები, ახლა იწყებენ და სიმართლის ლაპარაკს კი არ სწავლობენ, ელოდებიან სხვა ქალს, რომ ტყუილი დააწერინონ. კარგი ბიჭები არიან და მართლა მეცოდებიან. სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის „შეფი“,- განაცხადა წიგნაძემ.
ბრალთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირეს სხვა დაკავებულებმაც და აღნიშნეს, რომ ისინი უდანაშაულოები არიან.
„თავს არ მივიჩნევ დამნაშავედ და მინდა საქართველო ისევ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული ქვეყანა იყოს”,- განაცხადა ნიკოლოზ კუტუბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო