არქივი12 თებერვალი 2025, 11:38
„თბილისი ენერჯი“ - მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე - ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი 65% ჩართულია

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა.
კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65 % ჩართულია.
„კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე. ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65 % ჩართულია. გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.