ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე, ავარიის შედეგად გათიშული უბნების - დიღომი, ვაშლიჯვარი, თხინვალა, ლისი, ვაკე, ბაგები, ნუცუბიძე და საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.
ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს იმ ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო.
„ავარიის ლიკვიდაციაში კომპანია სრული რესურსით ამ დრომდე ჩართულია.
კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.