„თბილისი ენერჯი“ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის საბურთალოს რაიონში გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, გადაკეტონ გაზის ონკანები, იმისთვის, რომ გაზით მომარაგება სწრაფად აღდგეს.
„დილიდან: სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძის, ვლადიმერ ჯიქიას ქუჩებზე გაზმომარაგება სრულად აღდგენილია. ჩართულია ავთო ვარაზის ქუჩის ლუწი რიცხვები. გაზმომარაგების აღდგენა დასრულდა ელიზბარ მინდელის ქუჩაზე. დასრულებულია დათუაშვილის ქუჩა. ვაჟა ფშაველას ყველა კვარტალში და ნუცუბიძის ფერდობებზე აქტიურად მიმდინარეობს ჩართვის პროცესი. ყაზბეგისა და ცაგარელის ქუჩებზე ჩართვა დაწყებულია.
კომპანიის სრული რესურსი გაზის აღდგენაზეა მიმართული. ჯგუფები ყველა ქუჩაზე აქტიურად მუშაობენ. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით.
გთხოვთ, გადაკეტეთ გაზის ონკანები, რომ სწრაფად აღვადგინოთ გაზით მომარაგება. იყავით ყურადღებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”