პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური 500 მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე -საბურთალოს ამარაგებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.
“ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.