„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა

თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ინფორმაცია, რომ თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალება გაზის გაჟონვას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
საქმე ეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ მიზეზად კი, გაზის გაჟონვა სახელდებოდა.
„ორი ახალგაზრდის CO-თი (ცეო) გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად CO-ს (ნამწვის) კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“,- ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.