ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება” – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

11
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება”.
,,დაინტერესებულ მოქალაქეებს, შეგიძლიათ შეუფერხებლად მიმართოთ სააგენტოს და ოფიციალურად მიიკედლოთ თქვენს მზრუნველობაში მყოფი ცხოველები. ამისათვის საჭიროა, გამოგვიგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა სააგენტოს ელფოსტაზე: [email protected]
განცხადებას დაურთეთ: ძაღლის ფოტო, ასევე საჭდის ფოტო, რომელზეც იკითხება საჭდის ნომერი, მისამართი, სადაც გსურთ ძაღლის მიკედლება, ასევე თქვენი პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემება”. – წერს უწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.