ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 28 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დათუაშვილის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის და დათუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია სუხიშვილის, მიხეილ გახოკიძის, სესილია თაყაიშვილის, მაისურაძის, კუპრაძის, ლანდიას და რაფიელ დვალის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ზურაბ პატარიძის, ჯუმბერ ლეჟავას და მეფრინველეთა ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და გივი ამილახვარის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ბადრი კობახიძის, გიორგი ბაბილოძის და თეთრი ტბის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობაის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, წერონისის, ნინო წერეთლის, სოლომონ ყუბანეიშვილის, ტარას კვარაცხელიას, კლდეკარის, ახალმოწამეთა, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, ნაქალაქევის, იოსებ ჟორდანიას, დავით იოსელიანის, ზედამზის, სანავარდოს, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების, მექანიზაციის, უცნობ გმირთა, სამღერეთის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, კეხვის, შერვაშიძის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ელო ანდრონიკაშვილის, ივერთუბნის, ჯუმბერ ბეთაშვილის, მერი შერვაშიძის, ზამთრიანის, ორბეთის, გარეჯის, თამარ და აკაკი პაპავების, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, თამუნა დოლიძის, გორდის, ხერთვისის, დომენტი ჟღენტის, მაჩხაანის, გენო ადამიას, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის და დავით მგელაძის ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.