ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 22 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
ისნის და სამგორის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვარკეთილი-3 I, III კვარტლების, ვარკეთილი-2 I, III, IV მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, სუხიშვილის, კუპრაძის, ბარბარე მაჭავარიანის, წერეთლის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოთა, ჯავახეთის, კოტეტიშვილის, ჩხენკელის, ვარდისუბნის, კაკაბაძის, დვალის, ხახულის, შერვაშიძის, პოლიციის, სალხინოს და ოჯალეშის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VIII კვარტლის, შუამთის, ჯავახეთის, ამილახვარის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, წინამძღვრიშვილის, ცაბაძის, სანაპიროს და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III, IV კვარტლების, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბელიაშვილის, რობაქიძის და ბალანჩინის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, გელოვანის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის და დიდგორის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცინცაძის, საბურთალოს, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, წერონისის, ცქიტიშვილის, ღუდუშაურის, კახიანის, ნოსტეს, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, ურიდიას, ძმობის და უიარაღოს ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვის, ზანდუკელის, ხოშტარიას, გოგებაშვილის, კერესელიძის, თვალჭრელიძის და გუნიას ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.