არქივი18 დეკემბერი, 2025, 19:57
თბილისის უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის უზენაეს სასამართლოსთან პარტიის „თავისუფლების მოედანი“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი „დღე ქალ სინდისის პატიმრებს ეძღვნება“.
დემონსტრანტების თქმით, უზენაეს სასამართლოსთან აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქვეყანაში ერთი „პოლიტპატიმარი“ მაინც იქნება.
აქციის მონაწილეები მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას შეუერთდებიან, რომელიც ერთ წელზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.