არქივი18 დეკემბერი, 2025, 21:38
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „დაშინება ვერ შეაშინებთ“ და ევროპული მომავლისთვის იბრძოლებენ.
ისინი ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს ეხმაურებიან.
მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პროტესტის ეშინია.
„ქვეყანაში დარჩენილ ორ მილიონ ადამიანს, ადამიანურ პირობებს ვერ უქმნიან. საკუთარ სავარძლებსა და ძალაუფლებას უფრთხილდებიან. საქართველოს მოქალაქეები, ემიგრანტები კონსტიტუციის მიღმა დატოვეს. „ოცნება“ სამართლებრივად არ მოქმედებს“,- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.