თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით, 27 დეკემბერს, ახალგაზრდული მსვლელობა – „მომავალი ჩვენია“ გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით 27 დეკემბერს, ახალგაზრდული მსვლელობა – „მომავალი ჩვენია“ გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ორგანიზატორები „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებენ.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მსვლელობა 18:00 საათზე დაიწყება.
„27 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში შევიკრიბებით და ახალგაზრდული მსვლელობით პარლამენტთან გადავინაცვლებთ.
უწყვეტი წინააღმდეგობის 395-ე დღეს ყველას კვლავ დავანახებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დასაცავად ბრძოლაში. ეს არ იქნება უბრალო აქცია, რადგან საშუალება გექნებათ:
მოუსმინოთ სინდისის პატიმრების წერილებს;
მიიღოთ სიმბოლური საჩუქრები;
მოიტანოთ საჩუქრები, წვლილი შეიტანოთ და წინასაახალწლოდ გაახაროთ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები;
გაუგზავნოთ წერილები სინდისის პატიმრებს.
სხვა თავგადასავლებზე აქ არ მოგიყვებით, წინასაახალწლო სიურპრიზად დავტოვებთ…
გპირდებით, ამ დღეს ქუჩაში იქნება ახალგაზრდული ენერგია, გულწრფელობა და რწმენა, რომ ცვლილებები ჩვენგან და ჩვენით იწყება.
ბრძოლა ბოლომდე, რადგან „ჩემო კარგო ქვეყანავ, მომავალი ჩვენია!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
მსვლელობის ორგანიზატორები არიან შემდეგი ორგანიზაციები: „დაასრულე“, „თავისუფალი აუდიტორია“, „ჯიპას სტუნდური ერთობა“ და „The future is ours“.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს