თამარ ჩიბურდანიძე: პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ მიზანია საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი გამოწვევის გადაჭრა, ასევე ეროვნული და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაცია

თამარ ჩიბურდანიძე: პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ მიზანია საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი გამოწვევის გადაჭრა, ასევე ეროვნული და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაცია
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ახალგაზრდული პროექტით „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში წარსდგა და საზოგადოებას მის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა. როგორც თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროექტი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი და სპორტული აქტივობების ხასიათს ატარებს და მასში ჩართულობის არეალი სულ უფრო ფართოვდება. „პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი კრიტიკული გამოწვევის გადაჭრა, ეროვნული და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაცია.
ასევე, ახალგაზრდების ცნობიერებაში ტრადიციული ღირებულებების სინთეზი თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ, დემოკრატიულ და სუვერენულ განვითარებას. სწორედ ამიტომ, პროექტის სლოგანია პოეტ დავით მაღრაძის სიტყვები – „ვინახავთ ძველს, ვეძიებთ ახალს“. პროექტი ატარებს საგანმანათლებლო-შემოქმედებითი და სპორტული აქტივობების ხასიათს. მოიცავს 4 თემატურ მიმართულებას და 4 საკონკურსო ნომინაციას. პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება თბილისში 20 თებერვალს,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ. პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარება“ ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები. პროექტი “მე, ოჯახი, სახელმწიფო” ხვალ წარედგინება ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხოლო 24 დეკემბერს წარდგენები დასრულდება ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა