თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – საქმეზე ჩვენებას გამომძიებელი აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე გამომძიებელი აძლევს ჩვენებას.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
გამომძიებელ ეკატერინე მთივლიშვილის ჩვენების მიხედვით, საქმეში არსებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ურტყამს საბა ჯიქია ფეხს ძირს დაგდებულ სპეცრაზმის თანამშრომელს.
ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა.
ჯიქიას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია