ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
დღესვე ორ ექსპერტს დაკითხავენ. აღნიშნულმა პირებმა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას ჩაუტარეს ექსპერტიზა, რითაც დადგინდა ნივთიერების ოდენობა და სახეობა.
ამასთან, დაცვის მხარეს დანიშნული აქვს დაქტილოსკოპიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზა.
როგორც ადვოკატმა ინგა ჯაბანიშვილმა აღნიშნა, მათ ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს, რომლის მიხედვითაც, აბრამოვს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ დაუდგინდა.
ცნობისთვის, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციიდან მოდიოდა. გამოძიების ინფორმაციით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს.
თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.