თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 9 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, მოსამართლემ ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 9 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა.
ლაშა ფარულავა 10 ნოემბერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილეობდა, მის მიმართ ისევე, როგორც დანარჩენი პირების მიმართ საქმის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
როგორც გამოძევების შემდეგ ფარულავამ განმარტა, მოსამართლემ ის მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დააჯარიმა.
„ზვიად ცეკვავა მოსამართლეა, მაგრამ სამართალს არ ემსახურება, ეს ადამიანი ივანიშვილს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება. სხდომაზე ზვიად ცეკვავას გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ „არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ არჩევნებს, არა რუსულ სპეცოპერაციას“ – განვაცხადე. სწორედ ეს მოსამართლე იღებდა საარჩევნო დარღვევებზე გადაწყვეტილებებს, რომელიც “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნების” ცესკო-ს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ეს სიმართლე ვუთხარი პირში და ამის გამო გამაძევა”, – განაცხადა ფარულავამ.
ამ წუთებში, სასამართლოში 10 ნოემბერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილე 9 პირის მიმართ საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება