არქივი4 დეკემბერი, 2024, 16:54
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარია და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები მივიდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის სხვა წევრები მივიდნენ.
სასამართლოში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ერთ-ერთი პირის, პარტიის წევრის, რამაზ ფევაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას გახარიასთან ერთად, ბერდია სიჭინავა, ბექა ლილუაშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებიან.
ცნობისთვის, რამაზ ფევაძე 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.