თბილისის მერის მოადგილემ ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანდრია ბასილაიამ ალილოს მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა.
„მინდა, ყველას მივულოცო შობის უდიდესი დღესასწაული, თითოეულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. საახალწლო დღეებსა და შობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. ველოდებით ყველას საშობაო კონცერტზე, რომელიც დღეს 20:00 საათზე ორბელიანის მოედანზე გაიმართება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ალილოს საქართველოში ისტორიული ფესვები აქვს. სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში წლებია იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ