ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

ქონების მართვის სამსახურის უფროსის შემდეგ, თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა – მარიამ გოგიაშვილმა პოსტიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ღია ვარ საინტერესო შემოთავაზებებისთვის, თუმცა გთხოვთ, ჩემს ამბავს ნუ გამოიყენებთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის” – წერს მარიამ გოგიაშვილი.
ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გიზიარებთ არც თუ ისე მოულოდნელ ამბავს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის აქ მუშაობა, ბევრი რამ ვისწავლე, ვაკეთე და მიხარია, რომ თბილისის ქუჩების რეაბილიტაციის ნაწილში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. ასე და ამგვარად, ღია ვარ საინტერესო შემოთავაზებებისთვის, როგორც საგზაო პროექტების ინჟინერია / დაგეგმარების, ისე დიზაინისა და ილუსტრირების მიმართულებით. გთხოვთ, ჩემს ამბავს ნუ გამოიყენებთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის”, – წერს გოგიაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.