თბილისის მერია – მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე

თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე.
როგორც მერია განმარტავს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ დადგმული ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი არ არის საბოლოოდ დასრულებული, სწორედ, ამიტომ ის არ არ არის უსაფრთხო.
„გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.
მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება”, – წერია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი