“ერისიონი” გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება

სიმღერისა და ცეკვის საქართველოს ყველაზე ძველი ანსამბლი კიდევ ერთი სეზონის დასახურად ემზადება – “ერისიონი”, რომელიც, დაარსების დღიდან, ქვეყნის ყველა კუთხის ფოლკლორული ნიმუშების შეგროვებითაა დაკავებული, 2 დეკემბერს მაყურებელს კიდევ ერთ დაუვიწყარ სოლოკონცერტს ჰპირდება.
ქართულმა საგანძურმა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოიპოვა, დეკემბრის დასაწყისში თაყვანისმცემლების გაოცებას კიდევ ერთხელ შეეცდება.
განახლებული ქორეოგრაფიით, ორსაათიანი პროგრამა, თბილისის შემდეგ, ევროპაში გაემგზავრება, ლოკომოტივის როლში კი კონცერტებზე, რომლებიც შვეიცარიაში, იტალიასა და გერმანიაში გაიმართება, უნიკალური ქართული საბრძოლო ცეკვა – ხორუმი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო