ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს უკრაინის საელჩო საქართველოში "ფეისბუქზე" ავრცელებს.

დღესვე, თბილისში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია. მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით მსვლელობა გამართეს.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.