“თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია… თუმცა, უნგრეთის გამო, ეს შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს” | იოზვიაკი

“თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია… თუმცა, უნგრეთის გამო, ეს შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს.
წევრობის მსურველები შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდნენ, ერთსულოვნებაა საჭირო. ჩემი დასკვნა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატთან საუბრის შემდეგ ისაა, რომ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა და მოლდოვას წინსვლა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებით ყველასთვის მისაღებია. მაგრამ ამ ქვეყნების სტატუსები ევროკავშირში შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ ისინი “თანმდევი ზიანი” გახდებიან უკრაინის შესახებ დებატებში. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას, ყოველშემთხვევაში საჯაროდ, უნდა, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მაც დაიწყოს. მთავარი გამონაკლისი უნგრეთია. საკითხის უფრო გართულების მიზნით, ს, ლიეტუვისა და ლატვიის ბალტიისპირა ტრიოდან სამივემ საპასუხოდ თქვა, რომ თუ უკრაინა ჩაფლავდება, ჩაფლავდება ყველა”, – დაწერა იოზვიაკმა.