პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისიდან გაიტაცეს ანტიპუტინისტი წყვილი – დუბოვსკი ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო

თბილისიდან გაიტაცეს ანტიპუტინისტი წყვილი – დუბოვსკი ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო

თბილისიდან რუსი ანტიპუტინისტი აქტივისტები გაიტაცეს, – განცხადებას მოძრაობა „უკრაინელთა ერთობა ისტორიული მიწებიდან“ ავრცელებს მეგობრებზე დაყრდნობით.
„გუშინ საღამოს თბილისში უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მანქანით წაიყვანეს ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებელი ვოლოდიმირ დუბოვსკი და მისი შეყვარებული ალინა საველიევა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია“ , – ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, დუბოვსკი და საველიევა მოძრაობის „მწვანე სოლი – ჩემი სამშობლო“ ლიდერები არიან
ცნობილია, რომ დუბოვსკი ვლადივოსტოკში ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო და მან რუსეთი 2021 წელს დატოვა. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ დუბოვსკი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.