ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტიპუტინისტი რუსი აქტივისტი და მისი პარტნიორი საქართველოს პოლიციამ დააკავა

ანტიპუტინისტი რუსი აქტივისტი და მისი პარტნიორი საქართველოს პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს რომ დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე: ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა, რომლებსაც პოლიციის თანახმად, ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ პოლიციის თანახმად, უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს.
“აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გასაჩივრდა 2 ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან, წინასწარი დაკავების იზოლატორში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
ვლადიმირ დუბოვსკი (პოლიტიკური აქტივისტი) არის რუსი პოლიტიკური აქტივისტი და ოპოზიციონერი. ის წარსულში იყო ალექსეი ნავალნის რეგიონული გუნდის (ვლადივოსტოკის შტაბის) ყოფილი კოორდინატორი. რუსეთში მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსების ბრალდებით) და ამიტომ იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუსეთი. ის საქართველოში 2021 წელს გადმოვიდა. საქართველოში ცხოვრების განმავლობაში ის აქტიურად არის ჩართული რუსი პოლიტიკური ემიგრანტების გაერთიანებაში და არის ასოციაცია “რუსები საქართველოდან” (Russians of Sakartvelo) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციას და უკრაინის ომის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებას.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.