თამუნა მუსერიძე: ხალხო, სრულ ჭკუაზე ხართ? ძალიან გაბრაზებული ვარ, არ მჯერა, ახლა რაც ხდება!

სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან გაბრაზებული ვარ. არ მჯერა, ახლა რაც ხდება! პოსტი დავდე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ვაგროვებთ თანხას, ტკბილეულს და საოჯახო ტექნიკას. კომენტარებში გადმორიცხვის სქრინი ვინც დადო, იმათ ხალხი პირადში სწერს და ფულს ითხოვს. ხალხო, სრულ ჭკუაზე ხართ? თანხას ვაგროვებთ იმ ბავშვებისთვის, ვისაც მშობლები არ ჰყავთ და აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. რას აკეთებთ? სიკეთის კეთების სურვილს ხალხს რატომ უკარგავთ?”.

წყარო

მანამდე თამუნა მუსერიძე წერდა, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და თანხის ჩასარიცხად, შესაბამისი ანგარიშის ნომრებიც გამოაქვეყნა:

მაქსიმალურად ვეცადე ამ საკითხისთვის თავის არიდება, მაგრამ როდემდე გავიქცევი? ჩემთვის განსაკუთრებით მწარეა ბავშვთა სახლში სტუმრობა. იქიდან რომ გამოვდივარ, ორი დღე ადამიანს არ ვგავარ, ისე განვიცდი. მაგრამ ჯგუფის ვეძებ გოგოებმა გადავწყვიტეთ, რომ ეს ახალი წელი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მივუძღვნათ და საჩუქრებით გავახაროთ მოგიწოდებთ კომპანიებს თქვენგან ნებისმიერი სახის ტკბილეული და საჩუქარი, უდიდესი შვება იქნება. აქვე ვწერ ჯგუფის ანგარიშის ნომრებს და თქვენი იმედი გვაქვს.ჩენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ეს თემა…ბევრს ვერ დავწერ…

#GE10BG0000000528802047

#GE34TB7802336080100010

https://www.paypal.me/tamarmuseridze

ასევე დაგაინტერესებთ