ვლადიმერ ბოჟაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქალაქს 600 მილიონი ჰქონდა ბიუჯეტი, საიდანაც 48 მილიონი გიგი უგულავამ მოიპარა – ახლა თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქალაქს აქვს მილიარდ რვაასი ათასი ლარი ბიუჯეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქალაქს 600 მილიონი ჰქონდა ბიუჯეტი, საიდანაც 48 მილიონი გიგი უგულავამ მოიპარა. ახლა თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქალაქს აქვს მილიარდ რვაასი ათასი ლარი ბიუჯეტი, – ასე მიმართა საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაიგო ახალი გზები, რეაბილიტირდა ხიდები, განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. 81 მილიონი ლარი ჯანდაცვას მოხმარდა. ერთჯერადი დახმარება მიიღო 30 000-მა ბენეფიციარმა, 4 000-ზე მეტმა სტუდენტმა კი – სწავლის დაფინანსება. სოციალურად დაუცველი ბავშვები 200-ლარიან დახმარებას იღებენ.
ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არცერთი სტუდენტისთვის არ დაფინანსებულა სწავლა და არც სოციალურად დაუცველი ბავშვები იღებდნენ დახმარებას.
„სატრანსპორტო პოლიტიკაზე რომ ვლაპარაკობთ, თქვენ ხომ კარგად იცით ამ ქალაქში რამდენი მანქანა დადიოდა თქვენი მმართველობის დროს! ხომ გახსოვთ, გაუბედურებული რომ გყავდათ თბილისელები და საქართველოს მოსახლეობა და ახლა რამდენი მანქანა დადის?! თუ თქვენ ამას კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ აბრალებთ, რომ ჩვენ ვუყიდეთ თბილისელებს ორ-ორი მანქანა ოჯახში, მაშინ დაგეთანხმებით – დიახ, ჩვენ შევქმენით ის ეკონომიკური პირობები, რომ ჩვენმა მოქალაქეები უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობდნენ ახლა, ვიდრე თქვენ აცხოვრებდით“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა