თამო კეშელავა: ჩვენი ახალი წელიც დადგება, ან 2024 ში, ან 2025–ში და გაჩვენებთ, როგორ უნდა აღნიშნო

“ნაძვის ხის დადგმა არის პროპაგანდის ნაწილი.
ჩვენ, სხვათა შორის, ამ 11 დღეში ერთ პროპაგანდაში წავაგეთ.
მათ თითქმის შეაჩერეს სკოლების პროტესტი.
დაშინებით.
დაცინვით.
სიბინძურით.
ცილისწამებით.
ლევან იოსელიანმა კი ამოიკნავლა, ქოცები ბავშვებს აბულინგებენ, რადგან მათ აქვს აქციაზე დგომის და პროტესტის უფლებაო, მაგრამ დარჩა კნავილად შიგან.
და ჩვენი წინააღმდეგობა არ იყო საკმარისი ქოცების ბულინგის გადასაფარად.
პირიქით, შვილების ფოტოების დადება აქციიდან შეწყვიტა ბევრმა.
მაგ პროპაგანდაში მოგვიგეს, რადგან, ასეთ სიბინძურეს, თითქოს საკუთარი შვილების დახოცვა გვინდა, ვერც მოვიფიქრებდით, თვალსაც ვერ გავუსწორებდით, თან გარეთ ამდენი დარბევა, ამდენი ცემა, ამდენი ადამიანის წამება და ყველაფერი ერთდროულად ხდებოდა.
ახლა ეს ნაძვის ხე.
ზუსტად ვიცი, რა იქნება ნარატივი.
ჩვენ არ გვინდა ახალი წელი, არ გვიყვარს შვილები.
პირიქით, რომ გვიყვარს, იმიტომ უნდა დავაყენოთ ის ახალი წელი, როგორიც ჩვენ შვილებს უნდათ და ეკადრებათ.
არ გვენაძვისხეება, როცა ბავშვებს აბულინგებთ და სცემთ, ახალგაზრდებს აწამებთ, როცა ქუჩაში, მეტროში, სახლში ყოფნა უსაფრთხოა.
მტერს გოზინაყით არ ვხვდებით, @ლეებო.
ჩვენი ახალი წელიც დადგება, ან 2024 ში, ან 2025–ში და გაჩვენებთ, როგორ უნდა აღნიშნო.
წელს ჩვენი საცივი და ხაჭაპური ფოიერვერკი იქნება და ბავშვების, შვილების ბულინგსაც გადავლახავთ, თქვე ბავშვისუფლებებისმჭამებლებო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ