ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: მადლობა ღმერთს, 2025 წელს არა ზურაბიშვილი, არამედ ახალი პრეზიდენტი მიულოცავს ქართველებს

კალაძე: მადლობა ღმერთს, 2025 წელს არა ზურაბიშვილი, არამედ ახალი პრეზიდენტი მიულოცავს ქართველებს

რაც შეეხება მცდელობას ჩაიშალოს დღესასწაული, არ მისცენ პატარებს გართობის შესაძლებლობა, აუკრძალოთ მცირე მეწარმეებს თუნდაც თავიანთი პროდუქციის გაყიდვა, მუსიკოსებს კონცერტების გამართვა და საერთოდაც გააუქმონ ახალი წელი, მინდა ვუთხრა მათ - ნუ წვალობთ ჩემო მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად.

დღეს საღამოს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა რაღაც უაზრო პროვოკაცია და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ. ზოგადად, რა პროვოკაციაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, მან თავად უკეთესად იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს რაიმე პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. მინდა, პირველ რიგში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, ამაზე არასდროს მისაუბრია და ახლა თავს ვაძლევ უფლებას, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რომ სწორედ ქართული ოცნების ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება. რომელიც სიძულვილით, ბოღმით ემსახურებოდა და ემსახურება არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს.

მადლობა ღმერთს, რომ 2025 წელს არა ის, არამედ ახალი პრეზიდენტი მოულოცავს საქართველოს მოსახლეობას.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.