თამო კეშელავა პოლიტიკოსებს: წამით არ დატოვოთ ბავშვები მარტო, თუ არადა, თქვით, რომ აღარ ხართ პოლიტიკაში და არც ხელახალ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას და გვეცოდინება!

“სომხეთი გუშინ ისე გვეწინააღმდეგებოდა, ისეთი საინტერესო თამაში იყო, ალბათ, პოლიტიკოსებმა დღეს გადაახვიეს და თავიდან უყურებენ, თორემ, ეს ბავშვები რატომ არიან მარტონი?
რა ჯანდაბას აკეთებთ?
თქვენ არ გეხებათ რაც რუსთაველზე ხდება?
რამდენს ბედავთ, მართლა…
გამოენ@@იეთ და წამით არ დატოვოთ ბავშვები მარტო, თუ არადა, თქვით, რომ აღარ ხართ პოლიტიკაში და არც ხელახალ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას და გვეცოდინება!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
შეგახსენებთ, დღეს საღამოს, 21 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა დააკავეს სამი ადამიანი – ორი სტუდენტი გოგო და ერთი ახალგაზრდა ბიჭი.
რამდენიმე დღეა, ამ ადგილას ღამეს ათევენ სტუდენტები.
როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, დაკავებულ გოგოებს სურდათ, რომ შეკრებილებისთვის მიეტანას პლასტმასის სკამები, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, შემდეგ კი შელაპარაკებისას დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან