თამო კეშელავა: მაინცდამაინც მოშიმშილე პირს დაადო ხელი და მეორეც, დავუშვათ, წამით, რომ …

“გამარჯვების მერე, ვივამედი უნდა იყოს ერთ–ერთი პირველი, ვინც ბიუჯეტს ჩაეხსნება, ვინც პატიმრებს აღარ მოემსახურება!
ისეთი ლენჩია ეგ ქალი, მაინცდამაინც მოშიმშილე პირს დაადო ხელი და მეორეც, დავუშვათ, წამით, რომ მართლაც მოხდა მსგავსი ფაქტი ვინმესგან, რომელიმე პატიმრისგან, – დამნაშავე ვინაა?
ვინ არ უზრუნველჰყო საჭირო დისტანცია? ვინ ვერ უზრუნველჰყო თავდასხმის თავიდან არიდება?
ის პატიმარია და როგორც უფლებები უნდა იყოს მისი დაცული და უსაფრთხოება, ასევე უნდა იყოს დაცული ყველა პროტოკოლი, ნებისმიერი ინციდენტის თავიდან ასარიდებლად.
უჩივლოს პენიტენციურს, საკუთარ დაცვას…
სიბრიყვე სიბოროტეზე საშინელი რამ მგონია ზოგჯერ…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
ცნობისათვის, აქტივისტი ჯაფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე, რომელსაც კლინიკა “ვივამედის” დირექტორისთვის, ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 800-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება