“რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო, ერთია დაგავალონ და მეორეა, გააკეთო.
და კიდევ ნევროლოგების დეფიციტში, ღვთის წყალობით, ახმეტას საკუთარი ნევროლოგი ყოლია.
შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ, მრეცხავი ვარდოს ისტორია მაგონდება.
არ არის ეს ქართული, არ მოსულა, სულ ნუ განაცდებით” – წერს კლინიკა ვივამედის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ დააკავეს ახმეტის კლინიკის ექიმი, რომელმაც, მათივე ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტი დაუმზადა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ექიმთან დოკუმენტის დასამზადებლად მივიდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იყო.
ახმეტის კლინიკის ექიმს, მაია კოხტაშვილს “ყალბი რეცეპტის გაცემისათვის” აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. მას გირაოსთვის საჭირო თანხა მოქალაქეებმა აუგროვეს



