არქივი5 ოქტომბერი, 2025, 01:40
თამთა მიქელაძე: თბილისში ამომრჩევლების რაოდენობა აღწევს 1 043 482 ადამიანს. ცესკოს პირველადი მონაცემებით, კალაძემ მიიღო 214 575 ადამიანის ხმა

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს ეხმიანება და წერს, რომ პირველადი მონაცემებით, კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ მეხუთედი უჭერს მხარს:
მხოლოდ ცესკოს ოფიციალურ შედეგებს რომ შევხედოთ:
თბილისში ამომრჩევლების რაოდენობა აღწევს 1 043 482 ადამიანს.
დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 324 281 ( ანუ 31, 08%-მა).
აქედან ცესკოს პირველადი მონაცემებით, კალაძემ მიიღო 214 575 ადამიანის ხმა.
ანუ კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 20.56% უჭერს მხარს.
მხოლოდ მეხუთედი ამომრჩევლის მხარდაჭერა არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ თბილისის რეზისტენტულობას ისევ აჩვენებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.