პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

64-ვე მუნიციპალიტეტში „ოცნება“ იმარჯვებს, ზოგან 100%-ით - ცესკოს პირველადი მონაცემები

64-ვე მუნიციპალიტეტში „ოცნება“ იმარჯვებს, ზოგან 100%-ით - ცესკოს პირველადი მონაცემები

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა - ასეთია ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემები 21:47 საათის მონაცემებით.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გამარჯვებულები არიან 64-ვე მუნიციპალიტეტში, მათგან 26-ში, სადაც კონკურენტი არ ჰყავდათ, 100%-ით.
ცესკოს მონაცემებით, რომელიც საქართველოსი გახსნილი 3061 უბნის 73%-ს (2233) მონაცემებს ეყრდნობა, „ქართული ოცნებას“ ხმების 80,8% აქვს.
საქართველოს მასშტაბით პარტიების ხმები ასე ნაწილდება:
· #1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 0,372%;
· #3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 2,768%;
· #5 - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0,415%;
· #7 - „თავისუფალი საქართველო“ - 0,326%;
· #8 - „პატრიოტთა ალიანსი“ - 0,847%;
· #9 - „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 6,782%;
· #11 - „საქართველო“ - 0,152%;
· #12 - „მწვანეთა პარტია“ - 0,169%;
· #14 - „სახალხო ხელისუფლება“ - 0,238%;
· #25 - „გახარია საქართველოსთვის“ - 3,86%;
· #36 - „გირჩი“ - 3,303%;
· #41 - „ქართული ოცნება“ - 80,768%.
დედაქალაქის მონაცემები:
· #1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 1,019%;
· #3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 4,321%;
· #5 - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0,58%;
· #7 - „თავისუფალი საქართველო“ - 0,893%;
· #8 - „პატრიოტთა ალიანსი“ - 1,063%;
· #9 - „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 10,054%;
· #11 - „საქართველო“ - 0,318%;
· #12 - „მწვანეთა პარტია“ - 0,643%;
· #14 - „სახალხო ხელისუფლება“ - 0,257%;
· #25 - „გახარია საქართველოსთვის“ - 3,199%;
· #36 - „გირჩი“ - 7,498%;
· #41 - „ქართული ოცნება“ - 70,155%.
ამ თვითმმართველობის არჩევნებზე 26 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა და პირველადი წინასწარი მონაცემებით, შესაბამისად, ყველაგან ხმების 100% მიიღო:
· საგარეჯო - ვახტანგ კაკუტაშვილი;
· გურჯაანი - გიორგი მაჭავარიანი;
· დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი;
· ყვარელი - ილია მზექალაშვილი;
· თიანეთი - ლევან წიკლაური;
· გარდაბანი - დავით კარგარეთელი;
· დმანისი - კობა მურადაშვილი;
· წალკა - ილია საბაძე;
· თეთრიწყარო - მიხეილ აფციაური;
· ახალციხე - ვარლამ წიკლაური;
· ადიგენი - გოჩა ქიმაძე;
· ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე;
· ახალქალაქი - მელქონ მაკარიან;
· ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიან;
· ონი - დავით ლობჟანიძე;
· ამბროლაური - ზაზა ქევანიშვილი;
· ცაგერი - ჭაბუკი ჭაბუკიანი;
· ლენტეხი - გიორგი გაზდელიანი;
· მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი;
· საჩხერე - ლევან ივანაშვილი;
· ბაღდათი - ნოდარ გიორგიძე;
· ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი;
· ტყიბული - დავით კუბლაშვილი;
· აბაშა - გიგა გაბელაია;
· მარტვილი - გიორგი ნაჭყებია;
· ფოთი - ბექა ვაჭარაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.