ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ ჩხეიძე: ზელენსკის სიმტკიცემ და ევროპის ერთიანმა მყარმა პოზიციამ კვლავ გამოასწორა პოზიცია ჩვენს სასარგებლოდ და ბოროტების იმპერიის საწინააღმდეგოდ

თამარ ჩხეიძე: ზელენსკის სიმტკიცემ და ევროპის ერთიანმა მყარმა პოზიციამ კვლავ გამოასწორა პოზიცია ჩვენს სასარგებლოდ და ბოროტების იმპერიის საწინააღმდეგოდ
პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:
ზელენსკის სიმტკიცემ და ევროპის ერთიანმა მყარმა პოზიციამ კვლავ გამოასწორა პოზიცია ჩვენს სასარგებლოდ და ბოროტების იმპერიის საწინააღმდეგოდ. პუტინმა ალასკაში გარდა თავის თავის ლეგალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯისა, შექმნა სიტუაცია ზელენსკის ვითომ მშვიდობის საწინააღმდეგო წამგებიან პოზიციაში ჩაყენებისა.
ამას შეიძლება მოყოლოდა ტრამპის მხრიდან უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯებიც (სამხედრო შეიარაღების და სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტა); მაგრამ სიმართლე ოპერატიული, დარაზმული, ენერგიული, მობილიზებული და ეფექტური აღმოჩნდა და ამ ეტაპზე საფრთხე აცილებულია.
გამარჯვება უკრაინას და დემოკრატიულ სამყაროს! ამაშია საქართველოს ევროპული, ესე იგი ნორმალური მომავალიც.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.