თამარ ჩერგოლეიშვილი: ძალადობის საჯარო მუქარა სისუსტის ნიშანია და არა ძალის. პანიკის გამოსაწვევად და წილოსნების და სხვა მამიკოს ქალების გასამხნევებლად სჭირდებათ

“განვმეორდები და ვიტყვი, რომ ისედაც ეგ ხალხი ძალადობს და ძალადობდა მშვიდობიან მოქალაქეებზე. ძალადობდა 2013 წლიდან.
უბრალოდ მაშინ საჯარო მუქარა პანიკის დასათესად არ სჭირდებოდათ.
ახლა სჭირდებათ.
ძალადობის საჯარო მუქარა სისუსტის ნიშანია და არა ძალის.
პანიკის გამოსაწვევად და წილოსნების და სხვა მამიკოს ქალების გასამხნევებლად სჭირდებათ.
ნებაყოფლობით მათ ლეგიტიმაციას არავინ აძლევთ და შიშით დაჭერა უნდათ.
ვისი ცემაც რეალურად სურთ, იმას საჯაროდ არ ემუქრებიან, ჯასთ ასრულებენ – თავად დაფიქრდით.” – წერს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
⭕ შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, მეგობრებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში ბრიფინგი გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად