თამარ ჩერგოლეიშვილი – შეთანხმება დაირღვა – პრინციპულად არასწორია პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდე და ამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაციას აძლევდე

შეთანხმება დაირღვა – პრინციპულად არასწორია პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდე და ამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაციას აძლევდე, – ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მისვლას. მის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„გარდა იმისა, რომ პრინციპულად არასწორია პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდე და ამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაციას აძლევდე. ჩემთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ შეთანხმება დაირღვა. როგორც ჩანს, როცა შევთანხმდით, გახარიას წარმომადგენელი ვერ ხვდებოდა ბიძინას ამოცანას, რომ საგამოძიებო კომისიით ყველა ერთ ქვაბში უნდა ჩაეყარა, არ იფიქრა რომ გახარიასაც დაუძახებენ და ამიტომ დათანხმდა. შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება შეთანხმებად მივიღე და მომავალში აღარ დავუშვებ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდა. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის წევრებს გახარიასთან კითხვები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ