თამარ ჩერგოლეიშვილი – არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც ხალხი შექმნის – ხალხს თუ ბოიკოტის განწყობა ექნება, ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას ვერ გაბედავენ

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს „არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც ქართველი ხალხი შექმნის“.
აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჭეშმარიტებას: თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც შექმნის ქართველი ხალხი.
28 ნოემბერს რომ ხალხს ქუჩაში არ ეხუვლა, ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში იჯდებოდა – ეს ჩემი მტკიცე რწმენაა. იგივე მოხდება ახლაც. ხალხს თუ ექნა ბოიკოტის განწყობა, ვერც გახარია, ვერც „ლელო“ და ვერც „ენმ“ („აჰლიანად“) მონაწილეობას ვერ გაბედავს. თუ არ ექნა, ცოლ-შვილიც რომ დააგირაოს ყველა პარტიამ, მაინც დაარღვევენ.
პირობის დარღვევა დამატებითი ზიანია და ჩვენ გვჯერა, რომ საპროტესტო ელექტორატი იმედგაცრუებებისგან უნდა დავიცვათ.
„ფედერალისტები“ იმ გარემოებების ხელშეწყობაზე ვმუშაობთ, რაც ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს და უნებისყოფო ძალებს თეთრი დროშის ფრიალისგან შეაკავებს”.- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ