თამარ ჩერგოლეიშვილი: რეჟიმი ჭორს ავრცელებს, რომ თუ ბიძინა მარცხდება, რუსეთი მის დასახმარებლად ჯარს შემოიყვანს

“რეჟიმი ჭორს ავრცელებს, რომ თუ ბიძინა მარცხდება, რუსეთი მის დასახმარებლად ჯარს შემოიყვანს.
მეგობრებო, ეს არის სრული სიგიჟე.
დამარცხებული ბიძინა პირველ რიგში რუსეთს არ უნდა.
რუსეთს სჭირდება ისეთი მოკავშირე, რომელსაც საყრდენი აქვს.
საყრდენ გამოცლილ ბიძინას რუსეთი იქით აჭმევს პოლონიუმს რომ რამე… რა შავ ქვად უნდა დამარცხებული კაცი.
რუსეთი ცხადია საფრთხედ დარჩება.
საფრთხედ, რომელიც აუცილებლად მოძებნის ახალ მოკავშირეს.
მაგრამ დამარცხებული და საყრდენ გამოცლილი ივანიშვილი და მითუმეტეს მის გადასარჩენად რესურსის ხარჯვა არაფერში სჭირდება.
ზუსტად ისე, როგორც დამარცხებული ასლანი აღარ სჭირდებოდა არაფერში და გაგვაცალა,” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე