ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორის პისტორიუსი - რუსეთი თავის ჯარს, ყოველწლიურად, 1000-1500 ტანკს აწვდის - დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ევროპის ხუთ უდიდეს ქვეყანას ერთად აქვს მარაგში

ბორის პისტორიუსი - რუსეთი თავის ჯარს, ყოველწლიურად, 1000-1500 ტანკს აწვდის - დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ევროპის ხუთ უდიდეს ქვეყანას ერთად აქვს მარაგში

რუსეთის ფედერაცია არის და დარჩება ყველაზე დიდ სამხედრო საფრთხედ გერმანიისთვის, - Tagesschau-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბუნდესტაგში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი მთლიანად ომის ეკონომიკაზე გადავიდა და თავის ჯარს, ყოველწლიურად, 1 000-1 500 ტანკით ამარაგებს.
„რუსეთი მთლიანად გადავიდა ომის ეკონომიკაზე და ჯარს, ყოველწლიურად, 1000- 1500 ტანკს აწვდის. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე ევროპის ხუთ უდიდეს ქვეყანას ერთად აქვს მარაგში. ჩვენთვის ნათელია: რუსეთი არის უდიდესი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ასე დარჩება უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.