თამარ ჩერგოლეიშვილი - გახარიას პარტია აღარ არსებობს, მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ, უმნიშვნელოა - დავით ბაქრაძეც შევარდა 2020 წლის პარლამენტში და რა? ბოლოს როდის ნახეთ?

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას - საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ „გახარიას პარტია აღარ არსებობს“.
„გახარიას პარტია აღარ არსებობს. მას განაჩენი 4 ოქტომბერს გამოუტანა ხალხმა. მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ, უმნიშვნელოა. დავით ბაქრაძეც შევარდა 2020 წლის პარლამენტში - და რა? ბოლოს როდის ნახეთ?“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.