ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ იოსელიანი კამბოჯის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?

თამარ იოსელიანი კამბოჯის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კამბოჯის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს ჩეა ვენდეტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ელექტრონული მმართველობის ეკოსისტემის, ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო სფეროების განვითარების საკითხები და აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული ეკონომიკის განვითარებით საქართველოს გამოცდილებაზე, მათ შორის, ფართოზოლოვანი ინტერნეტის მაღალი ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებსა და ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგიაზე (2025-2030).
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც გააძლიერონ აქტიური თანამშრომლობა და განიხილონ გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო სფეროებში.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.