ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით სონღულაშვილი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს საქართველოში ტეოდორიკო ნანის შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

დავით სონღულაშვილი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს საქართველოში ტეოდორიკო ნანის შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

დავით სონღულაშვილი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს საქართველოში ტეოდორიკო ნანის შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს საქართველოში ტეოდორიკო ნანის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო მინისტრის იტალიელ კოლეგასთან დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელ საკითხებს და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში აგროსექტორის განვითარებას, თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ ორდენთან დავით მექვაბიშვილი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და მალტის სუვერენული ორდენის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.